მრევლს სამებაში შესვლა დღესაც შეეძლება
დღეს 15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შემოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„რა თქმა უნდა, შეზღუდვა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე წინა დღეებში იყო, თუმცა, მთლად ჩაკეტილი არ იქნება, მრევლს შეეძლება, რომ შემოვიდეს მსახურების დროს“, - აღნიშნა მან.
ამასთან ჯაღმაიძის განმარტებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, გადასვენების დროს დერეფნის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
22.03.2026.10:52
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. ამასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს.
სამებისკენ მიმავალ გზაზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, გადაწყდა, რომ დღესაც, წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შესვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ამასთან, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გადასვენების დროს დერეფნის გასწვრივ, ორივე მხარეს განლაგდნენ.
მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად სიონის ტაძარშიც დილიდან იკრიბებიან. სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.