მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

news image

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი  მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა. 

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე,  მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს. 

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი),  წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; ამავდროულად, ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

განაცხადების მიღება 15 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ - ბმული

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რამდენი კურსდამთავრებული ჰყავთ ყოველწლიურად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

25.06.2025.15:00

2024 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სულ 29 571 ადამიანმა დაასრულა. ეს მაჩვენებლები კი 12.4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე. 2023 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სულ 26 312 ადამიანმა დაასრულა. 

კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი - კაცი.


2024 წლის სტატისტიკით, 2024 წელს უმაღლესი კურსდამთავრებულების სტატისტიკაში 56,1%-ი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე მოდის.

2024 წელს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 16 603 შეადგინა, ხოლო კერძო უმაღლესმა  სასწავლებელმა - 12 968.

გასულ წელს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატი, საუბარია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე  17 962 სტუდენტმა დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურა კი 9 748 სტუდენტმა. რაც შეეხება პროფესიულ პროგრამას მას 2024 წელს 1 861 კურსდამთავრებული ჰყავდა.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობა მზარდია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა