მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება რისკების ანალიზსა და მასზე დაფუძნებით განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებზე იქნება დამოკიდებული

news image

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება რისკების ანალიზსა და მასზე დაფუძნებით განახლებულ მაკროეკონომიკურ სცენარებზე - ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8 პროცენტზე ნარჩუნდება

 

 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გლობალურად არსებულ ეკონომიკურ გაურკვევლობას უკავშირებს, რომელმაც ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე კლების  მიმართულებით მოქმედი რისკები გამოკვეთა. გლობალურად ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნები  საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. ამასთან, დოლარის გლობალური ინდექსის (DXY) შესუსტება ლარის დოლართან მიმართებით პოზიციების გაუმჯობესებას იწვევს, ეს კი დოლარში დენომინირებული სესხების მომსახურების ტვირთს ამცირებს და ინფლაციურ წნეხს ამსუბუქებს. პარალელურად, გლობალური მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებულობს. აღნიშნულს, ლარის დოლართან მყარი პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, დისინფლაციური ეფექტი აქვს.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ფასების სტაბილურობის ხელშემწყობია. ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად კი კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა.

 

 

 

სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

 

მაღალინფლაციური რისკების სცენარი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს და საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.

 

 

 

რაც შეეხება დაბალინფლაციური რისკების სცენარს, ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარიმისი რეალიზების შემთხვევაში გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორცშუა დერეფნისქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.

  

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 18 ივნისს ჩატარდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომდგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან - სუსი

07.05.2025.20:21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე, - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს. 

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომდგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა