მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ
მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 1 იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით არ იმუშავებენ, - ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
„იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით უწევდათ, მხოლოდ ერთი გასვლის უფლება მიეცემათ 5 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 5 იანვრის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 4 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 5 იანვარი.
ის პირები, რომლებსაც ცნობის (აპოსტილი/ლეგალიზაცია) გატანა უწევთ 2026 წლის 1-ელ, 2 ან 3 იანვარს, ცნობის გატანას შეძლებენ 5 იანვარს. სხვა შემთხვევაში ცნობების დამზადების ვადა აითვლება კანონით განსაზღვრულ ვადებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის მომზადებაში დაინტერესებულ მხარეებს იწვევს და კითხვარს აქვეყნებს
26.12.2025.14:02
გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან მოყოლებული საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტებს აქვეყნებს. გასული წლების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე სექტორის, ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ამასთან, ზრდის პროგნოზირებადობას და ქმნის კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემოს.
ეროვნული ბანკი დამკვიდრებულ პრაქტიკას განაგრძობს და ამჯერადაც ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც 2026-2028 წლებისთვის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები და შესაბამისი აქტივობები განისაზღვრება.
ახალი დოკუმენტი წინა წლების საზედამხედველო სტრატეგიების მსგავსად პროაქტიული, მომავალზე ორიენტირებული და ბაზრის საჭიროებებზე მორგებული იქნება. საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს:
ეროვნული ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის დოკუმენტი იყოს საერთო ხედვაზე ორიენტირებული, ინკლუზიური და კონსულტაციების საფუძველზე შედგენილი. იმისათვის, რომ სტრატეგია ასახავდეს როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლების, ისე მომხმარებლების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვასა და რეკომენდაციებს - ეროვნული ბანკი შესაბამის კითხვარს აქვეყნებს. კითხვარის ფარგლებში დაფიქსირებული მოსაზრებებით, თითოეული ჩართული პირი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაში. აღნიშნული ეროვნულ ბანკს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვროს სტრატეგიის დოკუმენტში პრაქტიკული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები.
2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიასთან დაკავშირებით, კითხვარის მეშვეობით, მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელია არაუგვიანეს 2026 წლის 23 იანვრისა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე Supervisorystrategy@nbg.gov.ge.