მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ შედეგებს აქვეყნებს

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის  შვიდ თვეში -  733 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 2310 შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  შემოსული განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული განცხადებების რიცხვს. 

- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 87 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 130 საქმეზე.

- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 40 მოვაჭრეს - 75 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 33 000 ლარის ოდენობით.

- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 104 საქმეზე - 94 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%,  კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.

შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 245, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 231, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 125, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 44, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 62.

სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 17%-ს.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზემო იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება

05.08.2025.14:53

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ჯგუფებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, შეწამვლის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ზემო იმერეთში მავნებლის საწინააღმდეგოდ ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით იგეგმება. უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოსახლეობას წინასწარ ეგზავნება შეტყობინებები, ხოლო ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ტარდება.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა