მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, სებ-ის დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება

news image

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონსა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონში.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.

ცვლილების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომისიას, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, ნაცვლად აქამდე არსებული 50 000 ლარისა.

გარდა ამისა, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა, დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს. მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კოდა-სოფელი ალგეთის და აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.01.2026.03:05

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა