მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია

news image

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციასა და ამ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გასული 8 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც ამბიციური პროექტებია დაგეგმილი.

„თბილისის განვითარების ფონდი ეს არის სამსახური, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას. ამ სამსახურის მიერ გასული 8 წლის განმავლობაში უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა დედაქალაქში და გვაქვს ამბიციური გეგმები, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ.

პირველი ეს არის ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია. რამდენიმე წლის წინ წარმატებით დავასრულეთ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, ახლა მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და ამით ნარიყალას ციხესიმაგრის რეაბილიტაციას დავასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, განახლდება ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული გალავანი და მიმდებარე შენობა-ნაგებობები სრული რეაბილიტაცია ჩატარდება.

„ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ჩვენი ქალაქისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რამდენიმე ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება და როდესაც სრულად გვექნება თანხმობა, აღნიშნული პროექტის განხორციელებასაც დავიწყებთ“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაგეგმილია რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების განახლება.

„პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია საგზაო ნაწილის რეაბილიტაცია, ხოლო შემდეგ დავიწყებთ მიმდებარედ არსებული შენობების რეაბილიტაციას, მხატვრული მინათების გათვალისწინებით. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ქორწინების სასახლის განახლებაც. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ნარიყალას, სიონისა და მამადავითის ტაძრების გადახურვით სამუშაოებს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭადრაკის სასახლეს და ალპურ კლუბს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

ამასთანავე, თბილისის მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე შენობების რეაბილიტაციას.

„რაც შეეხება ყავლაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს, რამდენიმე მისამართი უკვე რეაბილიტირებულია, პროცესი გაგრძელდება და შედეგად ერთი განახლებული ე.წ. კვარტალი შეემატება ჩვენს დედაქალაქს.

ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული ქუჩა ჩვენი დედაქალაქისთვის არის, ასევე, კოტე აფხაზის ქუჩა. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ კვლევით სამუშაოებს და დაგეგმილია როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისი თქმით, სრულად განახლდება გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ არსებული აბესაძის ქუჩაც, რომელიც დედაქალაქის კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩაა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ჩარევაც აუცილებელია - დათა კობახიძე

14.04.2026.08:55

საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ადამიანის ჩარევაც აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყის აღდგენა რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, ტყის გავრცელება საძოვრების ეკოსისტემებსაც კი ფარავს.

„აღდგენის კუთხით, თავად ტყეს, განსაკუთრებით საქართველოს ტყეებს, ახასიათებს თვითაღდგენის უნარი. ანუ, თუ არ გაგრძელდება არასწორი სარგებლობა და არ იქნება უკანონო, მასშტაბური ჩარევები, დროთა განმავლობაში ტყე ბუნებრივად ახდენს თვითაღდგენას.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ჩარევა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღდგენის პროცესის დაჩქარებაში.

აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ყველა რეგიონს არ ეხება. არსებობს რეგიონები, სადაც, პირიქით, გარკვეულ ტერიტორიებზე საძოვრების უნიკალური ეკოსისტემა იფარება, რადგან აღარ მიმდინარეობს ტრადიციული საქმიანობა და ტყე ფარავს ამ ფართობებს.

მით უმეტეს, კლიმატის ცვლილებისა და ტრადიციული საქმიანობის შემცირების ფონზე, ასევე სხვა ფაქტორების გავლენით, არსებობს რიგი რეგიონები, სადაც ეს პრობლემა მწვავედ არ დგას. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უნდა იყოს დაცვითი ტყის სტატუსი, ასევე ზოგ შემთხვევაში ჭალის ტყის ეკოსისტემებში, ეს პროცესები მაინც შეინიშნება.

რაც შეეხება აღდგენას, ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგის მომტანი ვერ იქნება. თუმცა, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით, მათ შორის მონიტორინგის გაძლიერებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. სწორედ ამ გეგმებში განსაზღვრული ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.

საბოლოოდ, ამ პროცესების ერთობლიობა მოგვცემს შედეგს, თუმცა ამას დრო სჭირდება, ხშირ შემთხვევაში დაახლოებით 10 წელი, ზოგ შემთხვევაში კი სრულფასოვანი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შესაძლოა ათწლეულებიც კი, ან საუკუნეც დასჭირდეს,“ - აღნიშნა დათა კობახიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა