მნიშვნელოვნად მცირდება ბრაკონიერობის შემთხვევები - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
ბრაკონიერობის შემთხვევების კლება, ერთი მხრივ, განპირობებულია იმ კანონაღსრულების ქმედებებით, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ყოველდღიურად ახორციელებენ. 24-საათიანი პატრულირება ამცირებს ბრაკონიერობის რისკს და აღკვეთის შემთხვევებს ზრდის.
„დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოგანათლების მიმართულებით ჩვენს აქტიურ მუშაობას. სხვადასხვა რეგიონში თანამშრომლების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 ახალგაზრდა ერთვება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში. მსგავსი პროგრამები ამცირებს ბრაკონიერობის ფაქტებს და ზრდის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას ბუნების მიმართ“, - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ, ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისთანავე, ყველა ღონისძიება - პატრულირება, ეკოგანათლება და სხვა პრევენციული ნაბიჯები ნულიდან იწყება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თავისთავად ქმნის მნიშვნელოვან ეფექტს. მიუხედავად ამ ტენდეციისა, სამწუხაროდ, ბრაკონიერობის გარკვეული პრეცედენტები ჯერ კიდევ ფიქსირდება.
სხვა სიახლეები
თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე და ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე - პრემიერი
26.11.2025.15:42
არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე, არავის გაუანალიზებია სიღრმისეულად რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას, რამდენი ეკონომისტი, რამდენი ექიმი, რამდენი ინჟინერი და ა.შ. შედეგად ვიღებთ იმას, რომ რადიკალური აცდენაა სტუდენტების გამოშვების მაჩვენებელსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა შეიცვალოს და შრომის ბაზრის სიღრმისეული ანალიზი უნდა განხორციელდეს, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია და პროცესში ჩართულია ორი სამინისტრო, რომლებიც თანამშრომლობენ ბიზნესასოციაციასთან.
პრემიერის განცხადებით, საჯარო და კერძო სექტორმა ერთად უნდა გააანალიზოს შრომის ბაზრის მოთხოვნები ოპტიმალურ მაჩვენებლებზე გასასვლელად.
„მაგალითად, ტექნოლოგიების, ტექნიკური მეცნიერებების ნაწილში არის ძალიან დიდი ჩამორჩენა, სამართალსა და ეკონომიკაში არის ძალიან დიდი სიჭარბე. შესაბამისად, ხდება რა - იურისტებს უშვებს უნივერსიტეტები, სისტემა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იმის გამო, რომ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, საქმდება სრულიად სხვა მიმართულებით. ეს ბუნებრივია უნდა შეიცვალოს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც, არ შეიძლება, წინასწარ გაწირო სტუდენტი დაუსაქმებლობისთვის. არ შეიძლება, მოამზადო იურისტად და მერე დაახვედრო შრომის ბაზარი, სადაც ამდენ იურისტზე მოთხოვნა არ არის. ამიტომ, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის შრომის ბაზრის ანალიზი, ვფიქრობთ, სიღრმისეული ანალიზი უნდა განხორციელდეს, რაზეც მუშაობა დაწყებულია. ამაში არის არსებითად ჩართული ორი სამინისტრო - განათლების სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. ვთანამშრომლობთ, ასევე ბიზნესასოციაციასთან, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებითად არის ორი დამსაქმებელი, ესენია - საჯარო სექტორი და კერძო სექტორი. ამიტომ თუ საჯარო და კერძო სექტორი ერთად გავაანალიზებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ბუნებრივია, გავალთ ოპტიმალურ მაჩვენებლებზე და, სწორედ, ამას უნდა დაეფუძნოს მომავალში სტუდენტების მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე,"- განაცხადა პრემიერმა.