მნიშვნელოვანია სემეკის როლი ქვეყნის ეკონომიკისა და რეგულირებადი სექტორების განვითარებაში - ნინო ენუქიძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კომისიის დაარსებიდან 28 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციაზე განიხილეს მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში.
ნინო ენუქიძემ სემეკის თანამშრომლებს ორგანიზაციის დაარსების დღე მიულოცა. მისი განცხადებით, სემეკის როლი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და რეგულირებადი სექტორების განვითარებაში და დღეს წარმატებით არეგულირებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სემეკის მიერ შექმნილი რეგულირების ჩარჩო ორიენტირებულია, ერთი მხრივ, წაახალისოს სექტორში მოქმედი საწარმოები, ხოლო მეორე მხრივ - დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები, მათი უფლებები. მისი თქმით, კომისიის ორგანიზებით, 2026 წელს თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმი გაიმართება, რაც ხაზს უსვამს სემეკის, როგორც წამყვანი მარეგულირებელი ინსტიტუციის პოზიციებს მსოფლიო მარეგულირებელ უწყებებს შორის.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განიხილეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, განახლებადი ენერგიის წახალისება და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა და სხვა პრიორიტეტული საკითხები.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აგრო ფორუმს დაესწრო
24.10.2025.17:30
"აჭარის აგრარული შესაძლებლობები“-ს ფორუმზე ედნარ ნატარიძემ პანელურ დისკუსიაში ეკონომიკური სექტორების დივერსიფიკაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ეფუძნება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი მაღალმთიან აჭარაზე კეთდება, სადაც ტურისტული, საგზაო, კომუნალური და სპორტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. ეს ფაქტორები ხელს უწყობს სოფლად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ტურისტული ნაკადების ზრდას და მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი საოჯახო მეურნეობებისთვის.
ბოლო წლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, აჭარა აღარ ასოცირდება მხოლოდ ზღვისპირა ზონასთან. ოთხ სეზონზე მორგებული ტურიზმის პოლიტიკა სხვა მომიჯნავე სექტორებს მნიშვნელოვნად განავითარებს და ამ კუთხით ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ"- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.