მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

MKD-ის პარტნიორი Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

news image

Bloomberg-ზე გამოქვეყნებულ სტატიას MKD-ის პარტნიორი სანდრო სამადბეგიშვილი ეხმაურება. 

„ბლუმბერგი“ „კრედიტ სუისს"-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბანკმა დაზარალებულ კლიენტს 210 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.

„ბლუმბერგი“ არ წერს, თუ როდის მოხდა გადახდა და რის გადახდაც მოხდა, თუ რის ანაზღაურება მოხდა ამით. ასევე, თუ რამ განაპირობა ბანკის გადაწყვეტილება გადახდასთან დაკავშირებით.

თუკი ამ საკითხს ჩავშლით, სულ მცირე რამდენიმე რამეს გავიგებთ:

1. თანხის გადახდა მოხდა არა ერთიან გადახდად, არამედ წლების განმავლობაში;

2. როდესაც ვამბობთ წლების განმავლობაში, ვგულისხმობთ 2019-2022 წლის პერიოდს;

3. მოპარული თანხის (პროცესში პირდაპირ Stolen Money ან Unauthorized Transfer სახელით ფიგურირებს) მნიშვნელოვანი პორციის (65%) გადახდა მოხდა დიდი ხნის წინ, 2019 წლის აპრილში და არა ახლა ან შარშან ან შარშანწინ;

4. მოპარული თანხის გადახდის ვალდებულება ბანკს ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვლის ჟენევის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა, რასაც არ ასრულებდა ან ასრულებდა ნაწილობრივ;

5. ბანკისთვის მოპარული თანხისა და ათწლეულის განმავლობაში მასზე დარიცხული პროცენტის გადახდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ჟენევის სასამართლოს 2018 წლის თებერვლის გადაწყვეტილება, არამედ ეს მოხდა სინგაპურის სასამართლოს მკვეთრი ზეწოლის შედეგად, უკვე 2022 წელს (როდესაც მოსამართლემ ლამის მოსთხოვა ბანკს, რომ შემდეგი პროცესისთვის თანხა გადახდილი ჰქონოდა, რადგან გაუგებარი იყო, თუ რას ეფუძნებოდა მის გადახდაზე უარი ან შეფერხება);

6. ეს თანხა არ არის დაკავშირებული არც ბერმუდაზე მიმდინარე დავასთან, არც სინგაპურში მიმდინარე დავასთან, არც შვეიცარიაში მიმდინარე დავასთან და არც სატრასტო კომპანიებში გამოკიდულ თანხებთან. ეს საერთოდ სხვა თანხაა. ამიტომ ყველა ხსენებული დავა და განხილვა გრძელდება. და ა.შ. ამიტომ, იმის თქმა, რომ ბანკმა გადაიხადა 210 მილიონი აშშ დოლარი, არასრული და შეცდომაში შემყვანი ნათქვამია.

ეს არის სასამართლოს მხრიდან დიდი ზეწოლის, არსებული სასამართლო გადაწყვეტილების და წლების განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გადახდის ნაყოფი, რომლის ძირითადი პორცია, როგორც ვთქვი, 2019 წლის აპრილს ეკუთვნის და უბრალოდ გაუგებარია ამაზე აწმყოში საუბარი, გარემოებების უგულებელყოფით. სამწუხარო და უხერხულია“, - წერს სანდრო სამადბეგიშვილი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

08.05.2025.19:15

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ  ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.

„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა.  კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა  ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.

კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა