მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

მივიღეთ გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის - ე.წ. „კუკუშკის" რეაბილიტაციის თაობაზე l პრემიერი

news image

მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის" რეაბილიტაციის თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისის-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.

„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.

ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის" რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას,"- აღნიშნა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ საპოროში გაიმართა

08.04.2026.12:39

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

დეგუსტაციას „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში უძღვებოდა, რომელმაც ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ტრადიციების, ვაზის ძირითადი ჯიშებისა და თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების შესახებ.

ღონისძიებაზე ქართული ღვინის პრეზენტაცია ასევე წარადგინა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.

მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო პარტნიორული კავშირების განმტკიცებაში. მათი მეშვეობით, ღვინის მწარმოებლები უშუალოდ იღებენ უკუკავშირს კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებზე და უკეთ ერგებიან მომხმარებლის ინტერესებს. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს როგორც ექსპორტის ზრდას, ასევე წარმოების სტანდარტებისა და მარკეტინგული სტრატეგიების დახვეწას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აძლიერებს ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს გაიმართა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული კომპანიები აქტურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის „Foodex Japan“, “RAW Wine Tokyo” და „Wine and Gourmet Japan“, ასევე დგილობრივ ღვინის კონკურსებში.

2019 წელს, ტოკიოში გაიმართა მასშტაბური გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმა, 2 თვის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა და მნიშვნელოვნად გაზრადა ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიის ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა