მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში, სპეციალური ეკიპაჟების მიერ თავშესაფრებში გადაყვანილია 3761 ცხოველი

news image

სურსათის ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში, სპეციალური ეკიპაჟების მიერ თავშესაფრებში გადაყვანილია 3761 ცხოველი. 

ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები:

• 3761 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით;

• 3172 ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია;

• 3733 გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი;

• 3548 დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში, თავშესაფარშია 213 ცხოველი;

• 213 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს;

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.

პროგრამა, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკს შეხვდნენ

16.10.2025.16:46

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.

აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გამოწვევების მიმართ მდგრადობა აჩვენა, რომელიც ეფუძნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებს.

ხაზი გაესვა სებ-ის თანმიმდევრულ მონეტარული პოლიტიკას და ფასების სტაბილურობას, საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, რამაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა განაპირობა.

განიხილეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის მიღწევა ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პირობებში მოხდა, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და სსფ-ს საშემფასებლო მისიების მომავალ ვიზიტებზე საქართველოში.

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. ასევე, სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა