მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

news image

გლობალური IT სერვისების კომპანია RMSI-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიზო ჭელიძესამინისტროსა და სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მხარეებმა მიწის საინფორმაციო სისტემის (LIS) ფუნქციური დიზაინის შემუშავებაზე ისაუბრეს. განისაზღვრა პირველადი სამუშაოები და შესაბამისი ვადები, იდენტიფიცირდა ადამიანური და ტექნიკური რესურსების საჭიროებებიმონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა უწყებაში დაცული მონაცემების სტანდარტიზაციისა და მონაცემთა ბაზაში ინტეგრაციის ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მიზნად ისახავს მონაცემთა მართვის პროცესების გაუმჯობესებას და ერთიანი საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას

კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა სენტილ რაჯენდრანმა შეხვედრაზე RMSI-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მსგავსი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. კომპანია მუშაობს ლათინური ამერიკის, აზიის, ევროპისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

მიწის საინფორმაციო სისტემის შექმნასსაქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (GRAIL)“ სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვისა და მონიტორინგის გაძლიერების ქვეკომპონენტი  ითვალისწინებს.

მიწის საინფორმაციო სისტემა ჩამოყალიბდება როგორც თანამედროვე ციფრული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მიწის რესურსებთან, ნიადაგის თვისებებსა და მიწათსარგებლობის ფორმებთან დაკავშირებულ მონაცემებს. სისტემა შეასრულებს მიწის მონაცემების ჰაბის ფუნქციას, რაც ხელს შეუწყობს მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 10 ივნისიდან 10 ივლისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება

10.06.2025.11:08

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა