მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილ საკალმახე და სასათბურე მეურნეობებში ფერმერებს შეხვდება
მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Farm (ფემილი ფარმი) და FFF Georgia (ფფფ ჯორჯია) მესაქონლეობის ფერმას, ცხოველთა საკვების საწარმოს და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილ საკალმახე და სასათბურე მეურნეობებში ფერმერებს შეხვდება და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას მოისმენს.
დაგეგმილია შეხვედრები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან. დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის სატყეო სამსახურის რეაბილიტირებულ ოფისსაც დაათვალიერებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.07.2025.18:04
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ.
ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.