მინდა, აბიტურიენტებს და დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მივულოცო დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მათ ცხოვრებაში - მარიამ ლაშხი
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურა. იგი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს.
„მინდა, აბიტურიენტებს და ასევე, დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მივულოცო დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მათ ცხოვრებაში. დღეს არის მათი ცოდნის, თავდაუზოგავი შრომის გამოვლენის ეტაპი და მინდა, რომ პირველ რიგში თავდაჯერება და წარმატებები ვუსურვო ცხოვრების შემდგომ ეტაპზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.12:48
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.