მიმაჩნია, რომ უაღრესად კარგი შეთანხმებაა და ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების დიდი წარმატებაა - შოთა ბერეკაშვილი Eagle Hills-ის ინვესტიციაზე
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფოსა და Eagle Hills-ს შორის გაფორმებული შეთანხმება შეაფასა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დიდი წარმატებაა.
ბერეკაშვილის განცხადებით, Eagle Hills-ის პროექტი დიდწილად კომერციულია, რომლის შემოსავლების 33 პროცენტს, სახელმწიფო დივიდენდების სახით მიიღებს. მისივე თქმით, ინვესტიცია ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის და არაერთი სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
„აღნიშნული პროექტი იქნება სახელმწიფო პროექტი და სახელმწიფო კაპიტალიზმის გამოხატულება. საუბარი გვაქვს პროექტზე, რომელიც დიდწილად კომერციული პროექტია. მისი დიდი ნაწილი შეადგენს ოფისების, სასტუმროების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას. როდესაც სახელმწიფოს აქვს 33%-იანი წილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, მოგების სახით, შემოსავლებიდან რომელსაც ეს პროექტი დააგენერირებს, სახელმწიფო, დივიდენდების სახით მოგების 33%-ს მიიღებს, რაც პირადად მე მიმაჩნია, რომ უაღრესად კარგი შეთანხმებაა და ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების უაღრესად დიდი წარმატებაა.
რაც შეეხება იმპლემენტაციის პროცესს, შეიქმნება ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი, შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ისეთ სექტორებში, როგორებიც არის მშენებლობა, დეველოპმენტი, ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 250 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათთვის ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას. ეს, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში აისახება და ეს ყველასთვის კარგია - ყველა მოქალაქისთვის." - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მნიშვნელობა სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება - მარიამ ქვრივიშვილი
25.11.2025.15:27
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს, პარტნიორსა და ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობას და კეთილდღეობას მუდმივად განსაზღვრავდა ის წყლები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს, კულტურებსა და ეკონომიკებს აკავშირებს.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორია ცალსახად ძლიერია - 2021–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 9,8% შეადგინა. ეს დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა და წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას არსებითად განაპირობებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და საზღვაო სექტორები, რაც ხაზს უსვამს დაკავშირებულობისა და ღირებულებათა ძლიერი ჯაჭვების როლს, როგორც ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო IMO-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, როგორც ერთგული პარტნიორი ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ურთიერთდაკავშირებული და მდგრადი საზღვაო მომავლის შესაქმნელად.