მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი, თუმცა, სხვანაირად ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია - კახა კალაძე

news image

„მეტროსადგურის გახსნის შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა მეტროს სამუშაო საათები დასრულებული იქნება და იქ მგზავრები არ იქნებიან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. 

კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეაბილიტაციის პროცესში, აღნიშნული სადგური ერთი საათით გვიან გაიხსნას და ერთი საათით ადრე დაიკეტოს. 

„როგორც მოგეხსენებათ, მეტრო რამდენიმე დღეში გაიხსნება, თუმცა, სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. სამუშაოებს იმ დროს არ ვაწარმოებთ, როცა მეტრო მგზავრებს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროსადგურის ერთი საათით ადრე დახურვა და ერთი საათით გვიან გახსნა, რათა სამუშაო პროცესი გახანგრძლივდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

რაც შეეხება დროებით ტრანსპორტს, რომელიც ამ პერიოდში გამოვყავით, გვესმის, რომ მეტროსადგური დაკეტილია და მის ფუნქციებს ვერანაირი ავტობუსი და მიკროავტობუსი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. რისი საშუალებაც იყო, რომ დივერსიფიცირება მომხდარიყო, ეს გავაკეთეთ. თუ საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატება, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება, თუმცა, რამდენიმე დღეში მეტროც გაიხსნება. დისკომფორტი იყო, რისთვისაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. სხვანაირად ამ ტიპის და მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების გადავადების საკითხს, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მთავარი არის დაპროექტება და ექსპერტიზის ჩატარება, რა მიმართულებითაც საქართველოში ექსპერტები ვერ მოიძებნა.

„ძალიან ბევრჯერ ავხსენი, თუ რის გამო გადავადდა. ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს.  სრული რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენ გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა. არ მოიძებნა საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებდა.სამშენებლო კომპანიები ბევრია, ვისაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეუძლია. აქ მთავარია პროექტი, დაექსპერტიზება. სწორედ ამიტომ გართულდა და გაგრძელდა ეს პროექტი ამდენ ხანს, რომ არსებული გვირაბის მთლიანი სკანირება მოხდა უცხოელი სპეციალისტებისა და სამხარულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გამოიკვეთა, რომ თაღს აქვს პრობლემები. მოგვიწია მეტროს დროებით გაჩერება, რომ არსებული თაღი შესაბამისი ხსნარებით გამაგრდეს და დაჭირხვნა განხორციელდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო

08.12.2025.23:23

აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა