მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ახალი წლისთვის დასრულდება - კახა კალაძე

news image

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, პარტია „ლელოს“ წევრის ვახტანგ სურგულაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტში გამარჯვებულ ორივე კომპანიასთან, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მუნიციპალიტეტმა თანამშრომლობა გაწყვიტა, რის გამოც, სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გაჭიანურდა. 

„არასდროს დავმალულვართ, ყველაფერზე პირდაპირ ვსაუბრობდით, მათ შორის, იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას უკავშირდებოდა. კომპანია ვერ ვნახეთ, ვინც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებდა. ერთი კომპანია იყო, ვალდებულებები ვერ შეასრულა - გავწყვიტეთ ხელშეკრულება, მეორე კომპანია იყო და იმასთანაც აღარ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან არ გვყავს ექსპერტები ამ მიმართულებით, არც შესაბამისი კომპანიები მსგავსი გამოცდილებით, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი სამუშაოების შესრულება“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ბევრი კომპანია თავს იკავებდა ტენდერში მონაწილეობისა და შესაბამისი სამუშაოების წარმოებისგან. 

„დავიწყებდით რაღაცის გაკეთებას და მერე გამოჩნდებოდა, რომ გვირაბის თაღში პრობლემები იყო. ამიტომ დავიქირავეთ უცხოელი ექსპერტები, ჩამოვიყვანეთ და პროექტი გადაკეთდა. ჩვენთვის ხომ მთავარი ის არის, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ უსაფრთხოდ, მით უმეტეს, გვახსოვს, თუ რა მოხდა აღნიშნულ მეტროში. ბევრი კომპანია თავს იკავებს - ეშინია, ერიდება, რომ შემოვიდეს ტენდერში და შესაბამისი სამუშაოები აწარმოონ, თუმცა დღეს უკვე ყველა კვლევა ჩატარებულია. საჭირო სამუშაოებისთვის დროებით დაკეტილიც იყო მეტროსადგური. ახალი წლისთვის სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა - მარიამ ქვრივიშვილი

31.10.2025.15:46

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა.

ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესი რეფორმაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა უზრუნველყოს სექტორებისთვის მაკრო შეფასების გაკეთება.

„თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყოთ და დავაბლანსოთ  შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, მოვახდინოთ მომდევნო წლების შესაძლებლობების დაგეგმარება, რასაც თითოეული დამსაქმებელი შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. ამავდროულად სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მაკრო შეფასების გაკეთება უშუალოდ სექტორებისთვის. დღევანდელი შეხვედრისთვის ჩვენ პატარა სიმულაცია გავაკეთეთ და ვნახეთ, თუ მომდევნო წლის და ასევე ხუთი წლის შეფასებით, რამდენ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის ბიზნესი, ასევე - სად არის გამოწვევები - კონკრეტულად რომელ პოზიციებზე, რომელ სექტორებში. შემდგომ გავაკეთეთ მაკრო შეფასება იმ ახალ სექტორებთან მიმართებაში და ახალი ინვესტიციების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ველოდებით, ან უკვე ვიცით, რომ განხორციელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხვა წევრებმა - განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე  პარლამენტის წევრმა შოთა ბერეკაშვილმა.

"ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ერთიანი ძალისხმევით შევქმნათ ახალი გზამკვლევი, რომლითაც გვეცოდინება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას თითოეულ დარგში სად აქვს გამოწვევა, სად არის კადრის დეფიციტი ან პირიქით. შემდეგ კი, სწორი მოდელით, კარგად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან, რათა თითოეული უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებო პროგრამა ზუსტად ასახავდეს იმ მოთხოვნას, რაც ბიზნესის საჭიროებას პირდაპირპროპორციულად ემთხვევა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა - საინფორმაციო, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სექტორები და ა.შ. 

„პრემიერმა დღეს არაერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ახალი სამუშაო ძალის გენერირება და პროფესიული განათლება ნამდვილად აჩქარებს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში პრემიერ-მინისტრს წარვუდგინოთ ბიზნესისა და სახელმწიფოს შეჯერებული პოზიცია - მომდევნო ხუთწლიან პერსპექტივაში რომელ სექტორებში, რომელ პოზიციებზე და რომელ კონკრეტულ ადგილებზე იქნება საჭიროება იმისთვის, რომ განათლების რეფორმა - იქნება ეს უმაღლესი თუ პროფესიული განათლება, სრულად იყოს ამ ლოგიკაზე აწყობილი, რათა თითოეულ კურსდამთავრებულს ნამდვილად ჰქონდეს შესაძლებლობა შემდგომში  სახელმწიფო თუ კერძო სექტორში დასაქმდეს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა