მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.2
-0.0082
flag
AZN 1.5923
-0.0003
flag
CNY 38.07
-0.0005
flag
EUR 3.1342
-0.0025
flag
GBP 3.5514
-0.0085
flag
KZT 52.22
0.0022
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7073
-0.0005

მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციაზე ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე გაიზრდება

news image

2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას ეხება, დაახლოებით, 5-ჯერ გაიზრდება.

„აღნიშნულ საკითხებზე განსაზღვრული ჯარიმები უკვე მრავალი წელია არსებობს, თუმცა ჯარიმის ეს ოდენობები ვეღარ უზრუნველყოფს პრევენციულ ხასიათს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვემზადებინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები, რომელიც დღეს შეადგენს 500-დან 6 000 ლარამდე, სხვადასხვა დარღვევისთვის გაიზრდება 2 500-დან 30 000 ლარამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების დაკისრება რამდენჯერმე გადავადდა, რათა ამ ბიზნესით დაინტერესებული სუბიექტები სათანადოდ მომზადებულიყვნენ. 

„აღნიშნულ ბიზნეს სუბიექტებს უნდა მოემზადებინათ სარეალიზაციო ადგილები დადგენილი წესის შესაბამისად. მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას მათთან ჰქონდა კომუნიკაცია და დეტალურად გავაცანით თუ სად, როგორ და რა პირობებში აქვთ უფლება ამ მასალების განთავსების და შემდეგ რეალიზაციის. მიმდინარე წლის დასაწყისში, კვლავ დავაანონსეთ, რომ ეს წელი იქნებოდა ბოლო საშეღავათო პერიოდი და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, უკვე დავიწყებდით კონტროლს და არასათანადო წესით რეალიზაციის შემთხვევებს უკვე დავაჯარიმებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე, ეს რიცხვი გარკვეული ზომების მიღებას გვავალდებულებს - ალექსანდრე დარახველიძე

19.11.2025.18:02

სამწუხაროდ, საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისი თქმით, ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს.

„ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე. ეს მაშინ, როცა ევროპული საუკეთესო მაჩვენებელია 2-3 ადამიანი, ყველაზე მაღალია 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელია 11-ია. ეს ის რიცხვია, რაც გვავალდებულებს, გარკვეული ზომები მივიღოთ.

2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით. 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავებას სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა დარახველიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა