მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული ნივთიერება - 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება 40 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა გათავსებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლების შესაბამისად აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
სხვა სიახლეები
14 აპრილი დედაენის დღეა
14.04.2026.10:17
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.
პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.