მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GCCA-მა პირველი სექტემბრიდან დღემდე კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა

15.09.2025.12:49

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე, GCCA-მა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა. 

დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს. 

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3908 ლარი შეადგინა. 

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და შევსებული განაცხადი გაგზავნონ ელ-ფოსტაზე: consumer@gcca.gov.ge. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, ისარგებლონ GCCA-ის ცხელი ხაზით:  15 20 ან 032 2 05 44 22.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა