მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 12 კილოგრამი მარიხუანა და 2,110 კილოგრამი ჰაშიში აღმოაჩინეს.
მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული, ხოლო ამოღებული ჰაშიშის რაოდენობამ 20 შეფუთვა შეადგინა.
გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე და 273-ე პრიმა მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.12:10
ხვალ, 14 მაისს, 11:00-ზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღეს აწყობს. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მივიდეს აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა წარუდგინოს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს. ნებისმიერ კანდიდატს საშუალება აქვს წარადგინოს რეზიუმე, გაიაროს გასაუბრება და გამოხატოს ინტერესი კონკრეტულ პოზიციაზე დასასაქმებლად.
ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ეძებს კადრებს შემდეგი პოზიციებისთვის: მგზავრთა მომსახურების აგენტები, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტები, მორიგე ოფიცრები, ტექნიკური პერსონალი, მძღოლი, მტვირთავი, თვითმფრინავის დამლაგებელი. ყველა აღნიშნულია ვაკანსია სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნას ითვალისწინებს. ღია კარის დღეზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, პირდაპირ მოვიდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიასთვის ღია კარის დღის ღონისძიების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება უკვე ჩვეული პრაქტიკაა. ტავ ჯორჯია ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე. კომპანია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც 230 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში დღესდღეობით 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.