მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ სარფში ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 13 ცალი ცეცხლასროლი იარაღი და 9 ცალი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.
აღნიშნული უკანონოდ შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღები მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავარძელსა და საბარგულს შორის, მოწყობილ სამალავში გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სხვა სიახლეები
ეროვნული სატყეო სააგენტო უახლოეს პერიოდში 401 ტყის მცველისა და დამატებით 100 სპეციალისტის აყვანას გეგმავს
14.04.2026.12:00
ეროვნული სატყეო სააგენტო უახლოეს პერიოდში 401 ტყის მცველისა და დამატებით დაახლოებით 100 სპეციალისტის აყვანას გეგმავს, პარალელურად კი დეგრადირებული ტყის ფართობების აღდგენაზე მუშაობას აგრძელებს,- ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა, დათა კობახიძე განაცხადა. მისი თქმით, აღდგენის პროექტები მზადდება როგორც შიდა რესურსით, ისე შესყიდვების გზით ჩართული კომპანიების მონაწილეობით.
„თანამშრომლების რაოდენობის ზრდა ძალიან მალე იქნება, ანუ საბოლოო ეტაპზეა და უკვე ძალიან მალე იქნება შესაძლებელი 401 თანამშრომლის დამატება ტყის მცველების კუთხით. თუმცა გარდა ამ 401 თანამშრომლისა, დაახლოებით 100 ადამიანამდე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ბუნებრივი რესურსების კუთხით სპეციალისტები, მეტყევეები და ასე შემდეგ, მათი დამატებაც იგეგმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალური საკითხია. და აღდგენის კუთხით ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ასე ვთქვათ, ვავლენთ, ვაიდენტიფიცირებთ იმ დეგრადირებულ ფართობებს, შედეგად შესაბამისი აღდგენის გეგმები მზადდება, პროექტი მზადდება. პროექტზე ზოგიერთ შემთხვევაში შიდა რესურსით მიმდინარეობს მუშაობა, ზოგიერთ შემთხვევაში მიმდინარეობს ასე ვთქვათ შესყიდვის ფარგლებში და შესაბამისი კომპანიები, დაინტერესებული მხარეები მონაწილეობას იღებენ ამ აღდგენის პროექტებში“, - აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.