მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კლეფედრონი" აღმოაჩინეს.
უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში, ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
03.11.2025.16:20
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.