მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები („მეთადონისა" დაბუპრენორფინის" შემცველი 1245 აბი) აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, 4 შეკვრად დაფასოებული მედიკამენტები ჩაის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა - დავით სონღულაშვილი

05.06.2025.20:05

გარემოს დაცვა ბუნების სიყვარულთან ერთად, ჩვენი ჯანმრთელობის, ეკონომიკის და მომავალი თაობების დაცვასაც გულისხმობს. ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მწვანე ეკონომიკისა და ეკო - განათლების განვითარებას. შესაბამისად, სხვადასხვა პროექტები რომლებსაც საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვახორციელებთ მოიცავს, როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასა და ემისიების შემცირებას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მიღებას

სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ქვეყანაში შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება გავხადოთ მინიმალური

რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა ყველას საქმეა - სახელმწიფოს, ბიზნესის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა