მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის 2 მცდელობა აღკვეთეს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.

უფლებამოსილი პირის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ექვს ჰერმეტულ შეფუთვაში განთავსებული 1 კილოგრამი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა".

სამართალდარღვევის მეორე ფაქტი, მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 91 ცალი ელექტროსიგარეტი აღმოაჩნდა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მიმდინარე წელს თბილისის მერიამ სახსრების ენდოპროთეზირების 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

17.12.2025.11:46

სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

მისი თქმით, სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების საკითხი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც ზედმიწევნით სრულდება. 

„წინა მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშიც, დაახლოებით, 27% არის აღნიშნული მიმართულების წილი. წინაზე ვისაუბრე „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყეთ. ამ მცირე დროის განმავლობაში, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი - „აქტემრა“ უკვე 129 მოქალაქეს დავუფინანსეთ. 

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - „სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს 900-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და, რა თქმა უნდა, ჩვენ მივყვებით ყველა იმ დაპირების აღსრულებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის მოსარგებლეები არიან - მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„მერიის პროგრამით სარგებლობისთვის, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, შესაბამისი საბუთებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს. თბილისის მერია მომსახურების მისაღებად მატერიალიზებულ ვაუჩერს/თანხმობის წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს. პაციენტის თანაგადახდა ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ყველა იმ ადამიანს ხელს შევუწყობთ, ვინც ამ საჭიროების წინაშე დგას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა