მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის 4 მცდელობა აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ხელბარგებში განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის“ (საერთო წონა 150 გრამამდე), ასევე სხვადასხვა დასახელების 497 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტის, 39 გრამი ,,მორფინისა" და ,,კოდეინის" შემცველი ფხვიერი მასის და 1 ლიტრი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კეტამინის" მალულად შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღკვეთეს.
ოთხი სამართალდამრღვევის მიმართ საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები

03.12.2025.11:09