მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

მებაჟე ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

news image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 760 გრამზე მეტი ,,მდმა", 762 გრამი ,,კლეფედრონი" და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება ,, კეტამინი" აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული საშუალებები ჩვილ ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ საბაჟო საზღვრების უმკაცრეს მონიტორინგს და ამ მიმართულებით კონტროლი მომავალშიც გაგრძელდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კოდა-სოფელი ალგეთის და აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.01.2026.03:05

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა