მებაჟე ოფიცრებმა 750 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი" და ,,ქუთაისის აეროპორტი", კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 755,66 გრამი) გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 189 754,19 ლარი შეადგინა.
ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 145 074,58 ლარით დაჯარიმდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
შაბათობით კონკრეტულ პროდუქციაზე გვექნება ფასდაკლებები - რა სიახლეებს უმზადებს Ikokids მომხმარებელს
საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო
სხვა სიახლეები
14.08.2025.14:08