მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება
მდინარე მტკვარზე 28 ივნისიდან ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ხიდის სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და შესრულდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.
ასევე, დაზიანებული მოაჯირები აღდგება და მისი კონსტრუქციები გამაგრდება; გარე განათების ძველი ბოძები შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათები; განახლდება ტროტუარები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.15:00
2024 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სულ 29 571 ადამიანმა დაასრულა. ეს მაჩვენებლები კი 12.4%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებზე. 2023 წელს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა სულ 26 312 ადამიანმა დაასრულა.
კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი - კაცი.
2024 წლის სტატისტიკით, 2024 წელს უმაღლესი კურსდამთავრებულების სტატისტიკაში 56,1%-ი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებზე მოდის.
2024 წელს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 16 603 შეადგინა, ხოლო კერძო უმაღლესმა სასწავლებელმა - 12 968.
გასულ წელს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატი, საუბარია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე 17 962 სტუდენტმა დაასრულა, ხოლო მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამა, რეზიდენტურა კი 9 748 სტუდენტმა. რაც შეეხება პროფესიულ პროგრამას მას 2024 წელს 1 861 კურსდამთავრებული ჰყავდა.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობა მზარდია.