მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7029.6
-0.0086
flag
AZN 1.583
0
flag
CNY 37.799
-0.0005
flag
EUR 3.1502
-0.0149
flag
GBP 3.645
-0.0106
flag
KZT 49.98
-0.0015
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.692
-0.0001

მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულების აღიარების პროცესი იწყება

news image

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო მატარებლის მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულების აღიარების პროცესს იწყებს.

2026 წლის 1 იანვრიდან მატარებლის მემანქანეთა მართვის მოწმობის მისაღებად, აგრეთვე, მოქმედი მატარებლის მემანქანეთა პერიოდული სამედიცინო შემოწმების შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) გაცემის უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სააგენტოს მიერ აღიარებულ სამედიცინო დაწესებულებასა და მის უფლებამოსილ ექიმს.

ცვლილებების მიზანია მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ერთიანი და სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბება, მატარებლის მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და მოთხოვნების დანერგვა და იმ სამედიცინო დაწესებულების რეესტრში აღრიცხვა, რომელიც უფლებამოსილი იქნება, შეაფასოს მემანქანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გასცეს ჯანმრთელობის ცნობა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების პირობები. უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულებისა და მისი უფლებამოსილი ექიმის აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს მიერ, წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, განხილვისა და შეფასების საფუძველზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ სააგენტოს ვებგვერდს:
https://www.rta.gov.ge/safety/train-drivers

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

10.09.2025.15:24

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 194 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 40 030 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევი ერთი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო კანონდამრღვევი 2 მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 21 433 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა