მარიამ ქვრივიშვილს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრად დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც მოეწერა ხელი - ირაკლი კობახიძე
,,პირველ რიგში მე მარიამ ქვრივიშვილს მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომელიც მინისტრდ დანიშვნის პირველივე დღიდან ჩაერთო მოლაპარაკებებში Eagle Hills-თან და მან შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც მოეწერა ხელი. ეს მაქსიმუმი ითვალისწინებს რას რომ, ერთი არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც შემოდის საქართველოში და პირდაპირი ინვესტიცია არის 6.5 მილიარდი დოლარი მარტო 1 კომპანიიდან. გუშინ მანაც ბრძანა ეთერში რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მთელი მათი მოღვაწეობის პირობებში 9 მილიარდი დოლარი იყო მთლიანი ჯამი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, აქ მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6.5 მილიარდი დოლარი. თქვენ შეგიძლია თავადაც წარმოიდგინოთ რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, ჩვენი მთლიანაში შიდა პროდუქციის განვითარებაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო ესეც კი უკვე ძალიან საინტერესოა ქვეყნისთვის. ამის მიღმა, ხელშეკრულებაში ჩაიდო ის რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33% რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და კიდევ ერთხელ მარიამ ქვრივიშვილს მადლობა ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის რომელიც შეტანილი იქნა ხელშეკრულებაში,” - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
23.10.2025.14:59
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემას წარმოადგენდა „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსიტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წაადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე:
„საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მარეგულირებელ კომისიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეგულირებადი სექტორების განვითარებაში. განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიაა. სემეკს თავისი არსებობის მანძილზე, 28 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რომლებმაც განსაზღვრეს სექტორების განვითარების კურსი და რეგულირების მექანიზმების ეფექტიანობა.
მარეგულირებელი კომისიის მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული რეგულირება კონკურენტული, საიმედო და უსაფრთხო გარემოს ფორმირების ხელშესაწყობად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად. სემეკი ზრუნავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების გრძელვადიან განვითარებაზე, ჩვენი საქმიანობა მიმართულია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვისკენ, რაც უზრუნველყოფს როგორც რეგულირებადი სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვამდე“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა იმსჯელეს მიკროსმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებზე, განახლებადი ენერგიის წახალისებისა და ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის საკითხებზე, ასევე განიხილეს ახალი რეგულიციები და მათი გავლენა მომხმარებელზე.