მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საფოსტო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე - ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საფოსტო სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დღე - ფოსტის მსოფლიო დღე მიულოცა.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს, 9 ოქტომბერს - ფოსტის მსოფლიო დღეს! დღეს კაცობრიობა ციფრულ ეპოქაში ცხოვრობს. ინოვაციების სწრაფი განვითარება თვალსაჩინოდ ცვლის ცხოვრების წესსა და კომუნიკაციის ფორმებს. ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, საფოსტო სექტორი ინარჩუნებს და განაგრძობს თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, როგორც ადამიანებს შორის კავშირის დამამყარებელი და მდგრადი განვითარების მხარდამჭერი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია.

ფოსტის სფერო, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგი, მუდმივად ადაპტირდება თანამედროვეობასთან, ამავდროულად ინარჩუნებს მომხმარებელზე ორიენტირებულ მოთხოვნებს. ელექტრონული სერვისების და განსაკუთრებით ელექტრონული კომერციის მზარდმა როლმა მკვეთრად გააძლიერა საფოსტო სექტორის ადგილი არა მხოლოდ კომუნიკაციის სფეროში, არამედ ეკონომიკურ განვითარებასა და ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობაში. 

მსოფლიო ფოსტის დღის წლევანდელი თემატიკაა: #ფოსტახალხისთვის. ფოსტა, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სერვისი, რომელიც ფესვგადგმულია საზოგადოებებში და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სოფლებიდან ურბანულ ცენტრებამდე, ჩვენ პატივს ვცემთ „ფოსტას ხალხისთვის".

მსოფლიო საფოსტო სექტორში, 192 ქვეყანაში 5 მილიონამდე ადამიანია დასაქმებული. მათი ძალისხმევით ყოველდღიურად მილიარდობით საფოსტო გზავნილია მიმოქცევაში. ფოსტის სფეროს თანამშრომლები ძალისხმევას არ იშურებთ, რათა მომხმარებელს ნებისმიერი საშუალებით დროულად მიაწოდოთ საფოსტო მომსახურება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას და გამოვთქვამთ იმედს, რომ ფოსტის სფეროს თანამშრომლები, კვლავაც ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ საფოსტო მომსახურებების მაღალი ტემპებით ინოვაციურ განვითარებას და სრულყოფას. 

გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და პროფესიულ საქმიანობაში," - აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდება - ირაკლი ნადარეიშვილი

09.10.2025.16:36

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე მხარდაჭერილია 8 კომპანიის 13 ემისია, მიღებულია 26 განაცხადი, ხოლო დამატებით მობილიზებულმა საინვესტიციო კაპიტალმა 450 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, პროგრამა სამინისტროს ორი პრიორიტეტული მიმართულების — მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების — სინერგიას წარმოადგენს.

 "ერთი მხრივ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რასაც წარმატებით ვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეეხება, რომელიც ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების დანერგვას ითვალისწინებს. სამინისტრო მუშაობს პროგრამის მოდიფიცირებასა და გაფართოებაზე, რათა ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები კიდევ უფრო ხელმისწავდომი გახდეს საშუალო ზომის ბიზნესისთვის საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროდუქტიულობას, საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობას და ზოგადად მათი ბიზნესის ზრდას"- განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

პროგრამა 2024 წლიდან ამოქმედდა და ბიზნესს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობები.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებაში ეხმარება. 

პროგრამის ფარგლებში 2028 წლამდე დაგეგმილია 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება მოახდინოს. 2026 წლიდან ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას და კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა