მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

მარიამ ქვრივიშვილმა „საქაერონავიგაციის" თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „საქაერონავიგაციის" თანამშრომლებს პროფესიული დღე - საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღე მიულოცა. 

„საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების (ავიამეთვალყურეების) საერთაშორისო დღეს გილოცავთ „საქაერონავიგაციაში" მომუშავე თითოეულ სპეციალისტს, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ასობით ფრენის უსაფრთხოებას ყოველდღიურად უზრუნველყოფთ. ავიამეთვალყურის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობად ითვლება: თქვენი საქმიანობა სიზუსტეს, სრულ კონცენტრაციას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს - თქვენს ხელშია როგორც საჰაერო ხომალდების, ისე ათასობით ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მაღალკვალიფიციურ მონაწილეობას ქვეყნის საჰაერო ნავიგაციის სერვისების და შესაბამისად, საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში და მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის",- ნათქვამია მილოცვაში. 

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცეს 149  ავიამეთვალყურე ემსახურება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა გუნდი. მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ. ისინი მზად არიან იმ ახალი გამოწვევებისთვის, რასაც მუდმივად მზარდი საავიაციო ინდუსტრია მათ უყენებს. ყოველწლიურად იზრდება როგორც საქართველოში შემოსული ავიაკომპანიების, ისე საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ფრენების რაოდენობა. ამ პროცესში ავიამეთვალყურეების როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია, რომ საქართველოს ცა დღეს უსაფრთხოა," - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მარიამ ქვრივიშვილმა „საქაერონავიგაციის" თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

20.10.2025.17:14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „საქაერონავიგაციის" თანამშრომლებს პროფესიული დღე - საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების საერთაშორისო დღე მიულოცა. 

„საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების (ავიამეთვალყურეების) საერთაშორისო დღეს გილოცავთ „საქაერონავიგაციაში" მომუშავე თითოეულ სპეციალისტს, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში ასობით ფრენის უსაფრთხოებას ყოველდღიურად უზრუნველყოფთ. ავიამეთვალყურის პროფესია ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობად ითვლება: თქვენი საქმიანობა სიზუსტეს, სრულ კონცენტრაციას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს - თქვენს ხელშია როგორც საჰაერო ხომალდების, ისე ათასობით ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მაღალკვალიფიციურ მონაწილეობას ქვეყნის საჰაერო ნავიგაციის სერვისების და შესაბამისად, საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში და მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის",- ნათქვამია მილოცვაში. 

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცეს 149  ავიამეთვალყურე ემსახურება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთა გუნდი. მათი პროფესიონალიზმი აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების მიერ. ისინი მზად არიან იმ ახალი გამოწვევებისთვის, რასაც მუდმივად მზარდი საავიაციო ინდუსტრია მათ უყენებს. ყოველწლიურად იზრდება როგორც საქართველოში შემოსული ავიაკომპანიების, ისე საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებული ფრენების რაოდენობა. ამ პროცესში ავიამეთვალყურეების როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია, რომ საქართველოს ცა დღეს უსაფრთხოა," - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა