მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7105.3
-0.0059
flag
AZN 1.6039
-0.001
flag
CNY 37.945
-0.0039
flag
EUR 3.1373
-0.018
flag
GBP 3.6686
-0.0296
flag
KZT 52.55
-0.0004
flag
TRY 0.069
-0.0002
flag
USD 2.7276
-0.0007

მარიამ ქვრივიშვილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს შეხვდა - რა განიხილეს

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე უმსხვილესი საავიაციო გამოფენის International Paris Air Show 2025 - ის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს ხუან კარლოს სალაზარს შეხვდა

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორი გივი დავითაშვილი, შპსსაქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე და  ICAO - ს ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური რეგიონის დირექტორი ნიკოლას რალო

შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს სოხუმის აეროპორტის უკანონოდ ამოქმედება და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის დაწყება წარმოადგენდა

მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ICAO გააგრძელებს საჭირო ზომების გატარებას ოკუპირებული რეგიონიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის მიზნით.

თავის მხრივ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია, როგორც გაეროს სტრუქტურა, მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი და მისი მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე მოხდება. აქვე აღსანიშნია, რომ რამდენადაც სოხუმის აეროპორტი მდებარეობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, კონტროლი განახორციელოს ფრენების უსაფთხოებასა და საავიაციო უშიშროებაზე, საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიმართვის საფუძველზე ICAO-ს ადგილმდებარეობის განსამზღვრელი კოდი სოხუმის აეროპორტისთვის მოხსნილი აქვს.

მინისტრის მოადგილემ ICAO - ს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე ტენდენციები, აგრეთვე მიაწოდა ინფორმაცია დარგის შემდგომი განვითარების და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელების შედეგად საქართველო შეძლებს, სრულფასოვნად შეასრულოს რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია როგორც მგზავრთა გადაყვანის, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.

ICAO - ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც საქართველომ განახორციელა სამოქალაქო ავიაციის სექტორში საერთაშორისო რეგულაციების დანერგვის მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია საავიაციო ზედამხედველობის მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში საავიაციო ზედამხედველობის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე და ამავე დროს, ზრდის ქვეყნის საავიაციო ბაზრის მიმზიდველობას. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ICAO - ს ეგიდით განხორციელებულ პროექტებში ქართველი სპეციალისტების მონაწილეობას. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ICAO - ს ეგიდით რეგიონული და გლობალური ფორუმების გამართვის შესაძლებლობაზე

დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო

18.06.2025.15:32

შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. მისივე თქმით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი, უპრეცედენტო მასშტაბის, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტთან დაკავშირებით.

სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო.

სამართალდამცველებმა, გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს.

კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".

საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ეს უპრეცედენტო ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გენერალურ პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

სამართალდამცველების მიერ, აქტიურად გრძელდება შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები, აღნიშნულ ნარკოტრეფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა