მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

მარიამ ლაშხი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა მარგიშვილთან და ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ თემას უცხოეთში მიღებული განათლების საქართველოში აღიარების საკითხი წარმოადგენდა.

„ქართველი დიპლომატების შვილებს გარკვეული წინაღობა ექმნებათ უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების საქართველოში აღიარებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე. განვიხილეთ, როგორ შეიძლება გამარტივდეს კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნის აღიარება. ასევე ვისაუბრეთ, რომ დიპლომატების შვილებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართული ენა, ლიტერატურა და საქართველოს ისტორია ისწავლონ უცხოეთში მოქმედ საკვირაო სკოლებში, რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ სასწავლო პროგრამასთან სწრაფ ადაპტირებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თამარ მეფის სახელობის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება ღამის საათებში ნაწილობრივ შეიზღუდება

21.07.2025.17:52

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებული ტროტუარების რეაბილიტაციას იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე გადაადგილება ღამის საათებში შეიზღუდება. 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, ფეხით მოსიარულეთათვის, გზის განაპირა ზოლში სპეციალურად მოეწყობა ორმაგი დამცავი ჯებირები, სადაც ფეხით გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებზე ნებადართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე მოძრაობა შეზღუდული იქნება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. შეზღუდვები იმოქმედებს მონაცვლეობით, ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე ხიდის მეორე მხარეს. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! “, - აცხადებენ მერიაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა