მაია მელიქიძე | GREDA-ს კანონპროექტი და დეტალები
GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაა-ს კანონპროექტი
ინგა ფხალაძე | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
გიორგი აბრამიშვილი | კანონპროექტის თანაავტორი
მაია მელიქიძე | GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია -საღმასრულებელი დირექტორი
GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია-ს კანონპროექტი | რასმოიაზრებს და რა არის კანონპროექტის მთავარი არსი
პრაქტიკულ განხორციელება | რა იქნება ეფექტი
კანონპროექტით განსაზღვრულია ენერგეტიკული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყებისთანავესამუშაო ჯგუფის შექმნა | რა იგულისხმება
როგორი იქნება ეფექტი სექტორზე
თანამშრომლობა ეკონომიკის სამინისტროსთან
როგორია ტენდენცია განახლებადი ენერგიის მიმართულებით
ინვესტიციები სექტორში და საინვესტიციო მიმზიდველობა | შეფასება
ენერგოდამოუკიდებელობა და შესაძლებლობები
ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები
GREDA-ს 2026 წლის პრიორიტეტები
FB https://www.facebook.com/reel/1435785014877631
Youtube - https://www.youtube.com/watch?v=s-n8eskSMpc&list=PLjn3RYw7C-F76SKDgbq8ziBFwNx4PlOCI&index=2
სხვა სიახლეები
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
07.04.2026.10:29
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.
„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 90-მდე სკოლაში. ინიციატივა აქტიურად გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.