მაია მელიქიძე კონფერენციაზე „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე (ERRA) მაია მელიქიძე კონფერენციაზე -„ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ სიტყვით წარდგა. კონფერენცია გაიმართა „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA)-ს ორგანიზებითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით. ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას მაია მელიქიძემ ისაუბრა ქალთა როლის გაძლიერებაზე ენერგეტიკის სექტორში.
„საქართველო ახლა იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. პირველი, ის, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, კერძოდ „ვიზუალ კაპიტალისტის“ მიერ საქართველო პირველად მოხვდა მსოფლიო ენერგეტიკულ რუკაზე. შესაბამისად, განახლებადი ენერგიები უკვე არის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. მეორე ის, რომ 2026 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდება ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი. ამ და სხვა ღონისძიებებში ქალების გააქტიურება არის გადამწყვეტი - ქალის, როგორც გადაწყვეტილების მიმღების, პოლიტიკის შემქმნელის, ინჟინერის, მეცნიერის, წარმატების ფორმულის დამწერის. ახლა უკვე დროა, რომ ქალებმა ენერგეტიკაში ეს შანსი გამოვიყენოთ. ძალა ერთობაშია. ქალებმა მხარდამხარ უნდა შევძლოთ წარმატების მიღწევა“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
კონფერენცია „ქალთა ჩართულობა ენერგეტიკაში“ მიზნად ისახავდა ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზაციას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების გაცნობასა და ენერგეტიკაში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღები მამაკაცებისთვის ცნობიერების ამაღლებას ქალთა ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით.
კონფერენციის ერთ-ერთი პანელი დაეთმო ინოვაციურ ტექნოლოგიებში ქალთა შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმების პერპექტივებზე დისკუსიას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.