მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7058.5
0.0001
flag
AZN 1.5932
-0.0004
flag
CNY 37.858
0.0013
flag
EUR 3.1825
0.0026
flag
GBP 3.6677
-0.0025
flag
KZT 49.87
-0.0048
flag
TRY 0.0669
-0.0001
flag
USD 2.7094
-0.0006

მაია ბითაძემ ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

news image
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის თაობაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას საკანონმდებლო პაკეტის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების მიერ დასამტკიცებელი სამართლებრივი აქტების მიღების ვადებს.

შეხვედრისას შინაურ ბინადარ ცხოველთა მეპატრონეების ვალდებულებებსა და იმ ვადებზე ისაუბრეს, რომლის განმავლობაშიც მათ საკუთარი შინაური ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართონ.

საუბარი  შეეხო შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ვალდებულებებსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, მათი მეპატრონეებისთვის გათვალისწინებული სანქციების ამოქმედების ვადებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროების, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი და მისი მოადგილეები.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია - დავით სონღულაშვილი

24.07.2025.14:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ატმის და ვაშლატამას მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო.

„ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. დღეს გურჯაანში ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, 16 მილიონ დოლარზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.

წლევანდელი მოსავლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო ფასი სტაბილურია. საკმაოდ მაღალი საშუალო ფასია საექსპორტო პროდუქციაზეც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სოფლის მეურნეობაში არსებობს და რომელიც სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ არის მხარდაჭერილი, ერთობლიობაში ქმნის პროდუქციის უწყვეტი მიწოდების ციკლს და შესაძლებლობას იძლევა, რომ შენარჩუნდეს საშუალო მაღალი ფასი და, აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, მოყვანიდან რეალიზაციამდე, იყოს კმაყოფილი, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ფერმერებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა