მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცედენტოდ გაზრდის შესაძლებლობა - ირაკლი კობახიძე
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მლრდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 მლრდ 808 მლნ დოლარი შეადგინა.
„მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მლრდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 მლრდ 808 მლნ დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებით - ნინო ლაცაბიძე
სხვა სიახლეები
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 16 მარტს 12:00 საათზე დაიწყება
10.03.2026.14:44
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მისაღებად ელექტრონული განაცხადის შევსება 16 მარტის 12:00 საათიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე rda.gov.ge იქნება შესაძლებელი.
განაცხადების მიღება გაგრძელდება პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტის, 5 მილიონი ლარის ამოწურვამდე.
სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში, შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარისა, ხოლო ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1 000 ლარისა.
პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე და ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან, 2019 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 42 მლნ ლარზე მეტით თანადაფინანსებულია 121 მლნ ლარზე მეტის ღირებულების 1,000 ერთეულზე მეტი მოსავლის ამღები სხვადასხვა სახის ტექნიკის შეძენა.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.