მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7075.8
-0.0026
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.013
-0.0006
flag
EUR 3.1293
0.0021
flag
GBP 3.5612
0.0119
flag
KZT 51.71
0.002
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7065
-0.001

მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო შრომის ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება - თამარ იოსელიანი

news image

„მაღალი ხარისხის განათლება საერთაშორისო შრომის ბაზარზე ქართველ მეზღვაურთა კონკურენტუნარიანობაზე პირდაპირ აისახება. მეზღვაურების შრომის ბაზარი, თავის მხრივ,  უშუალო კავშირშია პროფესიონალიზმთან და განათლების სისტემის დონესთან. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ სასწავლო პროგრამა, რათა ქართველ მეზღვაურებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაუადვილდეთ საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიებში დასაქმება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მის ფოთის ფილიალში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზღვაო კადრების მომზადების პროცესში  თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ორივე სასწავლებელში სასწავლო პროცესების თანამედროვე მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაზე. თამარ იოსელიანის თქმით,  სანავსადგურე სექტორი და საზღვაო საქმიანობა მუდმივად ვითარდება და შრომის ბაზარზე ახალ პროფესიებსა და უფრო კვალიფიციურ მუშახელზე ჩნდება მოთხოვნა, რომელთა დასაკმაყოფილებლად სასწავლო პროგრამების მუდმივი განახლებაა საჭირო. „მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების და შრომის ბაზრის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ასევე ეწვია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სადაც მან ყურადღება გაამახვილა აღნიშნული უწყების, როგორც საზღვაო სფეროს ეროვნული მარეგულირებლის როლზე, ასევე იმსჯელა ნაოსნობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას საზღვაო სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და შემდგომი გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც ჯაჭვურ კავშირშია პროფილური ბიზნესის ხელშეწყობასთან. 

შეხვედრაში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე ესწრებოდნენ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რკინიგზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების შემდეგ, შუა დერეფანი საქართველოსთვის კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება - თამარ იოსელიანი

10.11.2025.17:24

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, ბათუმის სარკინიგზო სავაგონო დეპოში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და სამუშაო პროცესებს გაეცნო.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის როლზე სარკინიგზო, ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების ზრდის კუთხით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შუა დერეფნის მარშრუტზე მოთხოვნა მზარდია, რასაც შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ცხადყოფს.

„2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში შუა დერეფანზე, ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 12,721 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით მეტია (9,095 TEU). „აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს რომ აღნიშნულ დერეფანში სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. რკინიგზის მოდერნიზაციის და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი რეფორმის კვალდაკვალ, შუა დერეფანი კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება ქვეყნისთვის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2025 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდში რკინიგზით იმპორტის რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 2.5 მლნ. ტონა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით მეტია (2.2 მლნ. ტონა). მისი თქმით, საგრძნობი მატება დაფიქსირდა, მათ შორის, რკინიგზით გადაზიდულ კონტეინერების რაოდენობაში, კერძოდ, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში რკინიგზით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 79,239 TEU, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით მეტია (67,573 TEU).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა