სხვა სიახლეები
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსამძიმრებს
21.11.2026.16:02
ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბექტენოვის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.
ოლჟას ბექტენოვი სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მოსახლეობასა და დაღუპულთა ოჯახებს.
“ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს.
ამ მძიმე წუთებში ყაზახეთი იზიარებს თქვენს მწუხარებას. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას”, - ნათქვამია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წერილში.