ლილოს დასახლებაში ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკი შენდება
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პარკი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ეწყობა.
„აქ მიმდინარეობს პარკის მოწყობის სამუშაოები. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ მოვაწყობდით პარკს. სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ამ პროქტის ფარგლებში მთლიანად გამწვანდება ტერიტორია, სივრცეები გამოიყოფა ბავშვებისთვის, ვარჯიშისთვის, დამონტაჟდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, ღამის განათება - ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაისვენოს და განიტვირთოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები და დაითესება ბალახი. სამუშაოებს ასევე გაეცნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.10:48
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.
კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.