მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ლიბერთის და „მთიელი წიგნების" ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

news image

ლიბერთის და „მთიელი წიგნების"   ერთობლივი, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს.

2023 წლიდან ლიბერთი „მთიელი წიგნების" სტრატეგიული პარტნიორია.  პარტნიორობის ფარგლებში გურიის, აჭარის, სამცხე -ჯავახეთისა და იმერეთის  რეგიონში   მდებარე 200 მდე სოფელში მცხოვრებ 2647 ბავშს და 35 ბიბლიოთეკას  საჩუქრად გადაეცა 7000- მდე  წიგნი.

პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. 

2025 წლის ბოლომდე ლიბერთის ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვები  დასაჩუქრდებიან სასურველი წიგნებით და  წიგნების დარიგება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. 

პირველ ეტაპზე ლიბერთისა და „მთიელი წიგნების" ძალისხმევით შესაძლებელი გახდა წიგნების მიწოდება შემდეგ სოფლებში: ცრუკვეთი, თვალუეთი, სკინდორი, მორძგვეთი, ქვედა ჭალოვანი, ზედა ჭალოვანი და სხვიტორი.  ლიბერთისა და „მთიელი წიგნების" გუნდს იმერეთში, საჩუქრად  3500  წიგნის მიწოდება აქვს დაგეგმილი.

 

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება  განათლების ხელშეწყობაა.  მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაგრძელებთ.   იმერეთში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს" – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

 

,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების" მიერ  წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და  აჭარის მაღალმთიან რეგიონის შემდეგ იმერეთს ვესტუმრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად  გაიზარდა და მომავალში  უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ.  ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს" – გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების" დამფუძნებელი.

 

 

,,მთიელი წიგნების" შესახებ :

"მთიელი წიგნები" მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს "წითელი ყველგანმავალის" მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში

08.05.2025.15:40

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს  სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. 

 

სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.

 

 შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.

 

სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა