ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
გიორგი მურვანიძე ამ დრომდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე.
სხვა სიახლეები
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
08.12.2025.23:23
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - აცხადებენ სამინისტროში.