ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი მოვიდა, ოთხ ადგილზე მეწყერი ჩამოწვა, 06:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები - ბერდია ჩანქსელიანი
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე მეწყერი 4 ადგილზე ჩამოწვა. სტიქიის გამო მოძრაობა აკრძალულია სოფელ საყდართან. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ინფორმაციით, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
„გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძალიან უხვი ნალექი მოვიდა, რამაც გამოიწვია ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვა, რადგან ჩამოვიდა ოთხ ადგილზე მეწყერი. გადავკეტეთ ცენტრალური გზა და 06:00 საათიდან მობილიზებულია ტექნიკა, იწმინდება გზები. სამ ლოკაციაზე გზა უკვე გამავალია. უშგულთან ახლოს დარჩენილი მეწყერი, სადაც რამდენიმე საათში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.07.2025.18:04
საქართველოს რკინიგზაში მგზავრთა მომსახურების სფეროში დასაქმებული თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს.
ტრენინგის მიზანია, სერვისის ხარისხის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა. რაც გულისხმობს, ყველა მატარებლის უფროსის, ვაგონის გამცილებლების - მომსახურების ოპერატორების პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას, ასევე ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა მგზავრისადმი სწორი დამოკიდებულება, მომსახურების სისწრაფე, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, კონფლიქტის მენეჯმენტი და ა.შ.
ტრენინგს ატარებენ გამოცდილი სპეციალისტ-კონსულტანტები, რომელთაც გაჩნიათ მაღალი კვალიფიკაცია და მომზადებული აქვთ მსმენელთათვის საინტერესო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.