მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

ლაშა ჟვანია: ისრაელში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

news image

ისრაელში მდგომარეობა კვლავ ისეთი დაძაბულია, როგორც იყო 10 დღის წინ, ჩრდილოეთის მხარეს კიდევ უფრო იძაბება, რადგან დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ პრაქტიკულად ომში ჩაერთო, ამიტომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან, რომელიც არის საზღვარი ლიბანთან, კილომეტრის პერიმეტრზე ხდება მოსახლეობის ევაკუაცია, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

„ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებული არიან საელჩოში და ტელეფონის ნომრები გვაქვს. გუშინ ყველასთან განხორციელდა ზარი და პრაქტიკულად, ყველა მათგანი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. დაგვიდასტურეს, რომ ნაწილი, რომელიც ბინებში ცხოვრობენ და უვლიან მოხუცს ან ოჯახებში მუშაობენ, მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ თავშესაფარი ჰქონდეთ. ნაწილი, რომელთა ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდება, ისინიც გაჰყვებიან ოჯახის წევრებს. ღაზის სექტორის გარშემო შვიდ კილომეტრიანი ზოლი მთლიანად ევაკუირებულია და ჩვენ ამ შვიდ კილომეტრიან ზოლში საქართველოს მოქალაქეები დღეისათვის არ გვყავს“, - განაცხადა ჟვანიამ.

ელჩის განცხადებით, გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, აეროპორტი იკეტება.

„აეროპორტის დაკეტვაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რა სიახლეც გვაქვს, არის ის რომ, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეწყვეტს პირდაპირ რეისების განხორციელებას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას რეისები გადააქვს ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს. რეისებს ყოველდღიურად ახორციელებენ კომპანია „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკი“. ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები. ბოლო ორი კვირის მანძილზე 11 000-ზე მეტი ადამიანი გამოემგზავრა ისრაელიდან საქართველოში-ბათუმის, ქუთაისის და თბილისის მიმართულებით. ასევე, სოციალურ ქსელსაც ვადევნებთ თვალს და თუ ვინმე ცხელ ხაზზე ვერ ახერხებს დაკავშირებას, სოციალური ქსელით ვიგებთ, რომ რამე სჭირდებათ. დღეს მოხდა ასეთი კავშირი ახალგაზრდა დედასთან, იქ სამი შვილით იმყოფება და დავეხმარეთ, შეიძინა პირდაპირი ავიაბილეთი და დღეს საქართველოში მოემგზავრება. მთავარია, რომ ინფორმაცია გავრცელდეს. როდესაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მერე იწყება ნერვიულობა ჩვენს მოქალაქეებშიც, რომლებიც ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ. როდესაც სწორ ინფორმაციას იგებენ, უფრო გონივრული ნაბიჯების გადადგმა იწყება. ზოგიერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს, ზოგს უნდა გამგზავრება ისრაელიდან საქართველოში და ასეთ ადამიანებს ვაკვალიანებთ“, - განაცხადა ელჩმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

09.01.2026.17:54

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.

სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა