ლაშა აბაშიძე ჩინეთიდან ჩამოსულ მატარებელს ახალქალაქში დახვდა
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო ხაზი დაათვალიერა.
ლაშა აბაშიძე ახალქალაქში ჩავიდა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლები სატესტო რეჟიმში მოძრაობენ.
გენერალური დირექტორის ვიზიტის დროს, ახალქალაქის სადგურში ჩინეთიდან მომავალი მატარებელი შემოვიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაადგილდება.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის სრულად ამოქმედება სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვნად ზრდას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
01.08.2025.16:34
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" წარმატებით დაასრულა სენაკისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ სენაკში 46, ხოლო ხონში 39 სემინარი ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც ჯამში 1200-ზე მეტი პირი გადამზადდა. შეხვედრების ფარგლებში ბენეფიციარებმა ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლეს ცნობიერება და გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ", რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან საქართველოს რეგიონებში უწყვეტად ახორციელებს, უკვე 17 მუნიციპალიტეტის 247 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა. პროგრამის ფარგლებში კი 9000-მდე ბენეფიციარია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.