მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

ლარიზაცია და საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს აღმავლობის გზაზე - იაკობ ფრენკელი

news image

დღევანდელ რეალობაში, როცა გლობალიზაცია საფრთხის ქვეშაა და ადგილი აქვს დანაწევრებას, საქართველოს შეუძლია ამ სიტუაციით ისარგებლოს და რეგიონალიზაციის ცენტრი გახდეს. საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და მას შეუძლია სამეზობლოსთან თანამშრომლობა, მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოში ეკონომიკური შედეგების კარგ მაგალითს ხედავენ", - ამის შესახებ ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, G30-ის თავმჯდომარემ იაკობ ფრენკელმა  თბილისში, სებ-ის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

ფრენკელის შეფასებით, ლარიზაცია და საქართველოს ეკონომიკის ფაქტობრივი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია საქართველოს აღმავლობის გზაზე

 

ისრაელის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასევე ხაზი გაუსვა სებ-ის როლს პოზიტიური ეკონომიკური შედეგების მიღწევაში.

 

თუ შევხედავთ ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას, საბანკო სისტემას, ზოგადად ინოვაციებს, დავინახავთ სებ-ის ძალისხმევას, თუ როგორ ცდილობს, გაგრძელდეს ლარიზაცია და საქართველოს წინსვლა", - განაცხადა მან.

 

იაკობ  ფრენკელმა ასევე დადებითად შეაფასა ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში  თბილისში გამართული მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია  და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია მსგავსი მაღალი რანგის ღონისძიებაში მონაწილეობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

03.06.2025.17:31

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ბაბკენ თუნიანს შეხვდნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებასა და გამტკიცებაზე, ასევე, სავაჭრო მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

სავაჭრო შეთანხმებების, საწარმოო პოტენციალის და გამოცდილების მაქსიმალური გამოყენება ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, სომხეთს ძალიან კარგი წარმოების კულტურა აქვს, რომლის გამოცდილება შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთჩვენი მხრიდან კი, საქართველოს საფინანსო სექტორი, „საქართველოს ბანკის" სახით, სომხეთის ფინანსურ ბაზარზე წარმატებით საქმიანობს და თავის გამოცდილებას უზიარებს. საერთო ჯამში, მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას და მთლიანად, რეგიონის ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარებას", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ  შოთა ბერეკაშვილმა.

როგორც კომიტეტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსახლეობასა და ბიზნეს შორის მჭიდრო ურთიერთობას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ  რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეთანხმების პროცესს. ჩვენს  რეგიონში სტაბილური გრძელვადიანი მშვიდობა გაზრდის  ერთმანეთთან ინვესტირებას და სხვადასხვა ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვას.

ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საგარეო ვაჭრობის მიმართულებითექსპორტ-იმპორტის ნაწილში კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ანტონ ობოლაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა