„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაასრულა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა.
„თბილისის მერიამ გმირთა მოედანზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დაასრულა. აღნიშნული სატრანსპორტო კვანძი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული მონაკვეთია, სადაც სხვადასხვა მიმართულების სატრანსპორტო ნაკადები იკვეთება და ნაწილდება. სამუშაოები გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა, სადაც გზის სავალი ნაწილის საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარდა, ინფრასტრუქტურის სრული მოდერნიზაცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ამორტიზებული გაზმომარაგების მილები შეიცვალა და ელექტროგადამცემი სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. საგზაო სამუშაოები 32 000 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა, სადაც ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან, მოეწყო გარე განათების ქსელი LED სანათებით. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტი წარიმართა წინასწარ შემუშავებული საგზაო მოძრაობის ოპტიმიზებული სქემის მიხედვით.
„ტერიტორიაზე მოეწყო შუქნიშნის ორი ობიექტი, რომელიც სინქრონულად იმუშავებს სანაპიროზე განთავსებულ, შუქნიშნით რეგულირებულ კვანძთან, რაც საგზაო მოძრაობის ორგანიზებას გააუმჯობესებს. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს, რაც მოძრაობას კიდევ უფრო ოპტიმალურს გახდის.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი, რომელიც, ფაზების ცვლილებისას, ავტომობილების მოძრაობის შეფერხების გარეშე, ქვეითებს უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი, რაც ნაკადების დინამიკურ გადანაწილებას შეუწყობს ხელს, უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის კი მოეწყო კუნძულები და სრულად განახლდა საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე არსებული ნაკადებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს, რათა განისაზღვროს ახალი შუქნიშნების ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი.
„განხორციელებული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას და გადაადგილების პროცესს უფრო კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის.აღსანიშნავია ისიც, რომ სატრანსპორტო ნაკადებზე დაყრდნობით, ავტომატურ რეჟიმში, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი შუქნიშნების კალიბრაცია, რათა შეირჩეს მათი ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი და შემუშავდეს დროითი გეგმა. პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. დაირგო, დაახლოებით, 140 ძირი ხე-მცენარე. შედეგად, აღნიშნული ტერიტორია საკმაოდ ლამაზი და კეთილმოწყობილია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა - დათა კობახიძე
14.04.2026.19:00
ტყის ეფექტიანი მართვისთვის მონიტორინგი ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად რჩება და პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებიც აქტიურად გამოიყენება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც გრძელვადიანი მართვის გეგმების ფარგლებში, ისე ადგილზე მომუშავე თანამშრომლების მიერ.
„მონიტორინგი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა. მათ შორის მონიტორინგი როგორც ეს გრძელვადიანი, ნუ ტყის მართვის გეგმებს ვგულისხმობ, ასევე თანამშრომლების მიერ მონიტორინგი. მონიტორინგში ასევე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის გარეშეც ფიზიკურად ასე ვთქვათ შეუძლებელია. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც აქტიურად ვითარდება ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ მათ შორის თანამშრომლებს და ვტვირთავთ სხვადასხვა ტექნოლოგიებით. მათ შორის ეს შეიძლება იყოს თერმული დრონები, ფოტოხაფანგები, ეს შეიძლება იყოს სამეთვალყურეო კამერები, ასევე, რა თქმა უნდა, ავტომობილების დახმარებით წარმატებით ვართმევთ თავს მასშტაბურ საქმიანობას. საერთო ჯამში, დამატებითი ტყის მცველების ჩართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით თითოეული ტყის მცველის ხელფასი გაორმაგდა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება - წლევანდელი წლიდან გაიზარდა ხელფასები როგორც რეგიონალურ დონეზე, ასევე ცენტრალურ აპარატში, რაც უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მოზიდვას, შენარჩუნებას, მათ მოტივაციის ამაღლებას და ესეც რა თქმა უნდა საერთო ჯამში დადებითად აისახება. ყველა ქმედება - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ექსპერტული ცოდნა და მათ შორის მეტყევეების ჩართულობა და ტრადიციული ცოდნა, რაც საბედნიეროდ ძალიან დიდია ეროვნულ სატყეო სააგენტოში, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ამ ინფორმაციას ამუშავებენ, როგორც ველზე მუშაობის კუთხით, ასევე კამერალურად - კომპიუტერებში აანალიზებენ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს შეკრული ინფორმაცია, რეგიონიდან მოწოდებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში ნახლდება. ეს ყველაფერი დადებითად აისახება იმ პროცესზე, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს“, - განმარტავს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი.